aviabiletebi
მსოფლიო

„ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში“ – საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

aviabiletebi
ავიაბილეთები

15 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა დამედია ჰოლდინგიჯორჯიან თაიმსისორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართებასახელწოდებით – “გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი“.

კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი თემები:

ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილის შესახებ. ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში. ჩინეთის ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციები – პრეზიდენტ სი ძინ პინის „ჩინეთის დიდი ოცნების“ რეალიზაცია. „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ -გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური წარმატების ფორმულა. კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევები. ჩინეთის აგრო-სამრეწველო პოლიტიკა. ჩინეთის თანამედროვე გეოსტრატეგიული კოდი – რეგიონული ლიდერობიდან მსოფლიო ლიდერობისაკენ. ჩინეთის სოციალური პოლიტიკის სასწაული – სიღარიბის დამარცხება.

მისასალმებელი სიტყვით გამოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლი იენი. თემაჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში – 100 წლიანი გამოცდილება.

კონფერენციის მოდერატორია – The Georgian Times – ის პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი

საქართველო ჩინეთის ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს:

ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

საქართველო ჩინეთის ბიზნეს ურთიერთობები და სამომავლო მიზნები საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი დავით საგანელიძე.

კოვიდ 19 გამოწვევები, ჩინეთთან თანამშრომლობა სამედიცინო მიმართულებაში – ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

აგროსამრეწველო პოლიტიკა, სიახლეების დანერგვა გიორგი ხანიშვილი – სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე.

საქართველოჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები; გიორგი ამილახვარი – განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;

ჩინეთის აგროსსამრეწველო პოლიტიკა – გიორგი კვესიტაძე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

საქართველოჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. დავით აფციაური – საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პეკინის საერთშორისო ბიზნესისა და  ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი.

ახალი მსოფლიო წესრიგის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები და ჩინეთის გლობალური გავლენის ცენტრის ფორმულა“ – ერთი გზა ერთი სარტყელი – სესიის მომხსენებელი – ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სინოლოგი, სინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;

ჩინეთის სახელმწიფოებრიობის წარმატებული რეფორმირების გამოცდილება საქართველოსთვის. ალიკა გუჩუა – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები – თამარ ყორიაული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

ქართულ ჩინური გეოეკონომიკური წარმატებები და მიღწევები – ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ჩინეთის კვლევის ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი.

საინფორმაციო საკითხები და მედია – სიმონ კილაძე საერთაშორისო მედია ექსპერტი.

ქართულ ჩინური ურთიერთობების 113 წლიანი ისტორია. ფილმების ინდუსტრია – გოგა ხაინდრავა – კინორჟისორი.

ქართულ ჩინური ეკონომიკური საკითხები – ვახტანგ ჭარაია თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი.

კონფერენცია გაიმართება ონლაინ – Zoom რეჟიმში.

იტვირთბა....