[su_quote] მთავრობამ იფიქრა როგორ მოიქცეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ლიცენზიას უმოწმებს.
ლიცენზიას რას უმოწმებენ, როცა ამ დაწესებულების განმკარგავი სპირიდონი და დირექტორი გამოძიების ობიექტებს უნდა წარმოადგენდნენ. ბავშვები უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო გარემოში, ლიცენზიის შემოწმება არის დაცინვა. ლიცენზია ამ ტიპის დაწესებულებაზე საერთოდ უკანონოა [/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.