[su_quote]დღეს რომ გაიძახიან ბატონი გახარია და ბატონი ვასაძე – ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა, ნაცები, ნაცები… სად იყვნენ ისინი, როდესაც ეს ამბავი მართლა გამოწვევა იყო? სად იყო გიორგი გახარია, როდესაც ქართველ ხალხს პრობლემები ჰქონდა, როდესაც ირღვეოდა ადამიანების უფლებები? სად იყო და მოსკოვში, ვასაძეც იყო მოსკოვში. როდესაც ქართველ ხალხს სჭირდებოდა, არ იყვნენ ქართველი ხალხის გვერდით, უდავოდ მოსკოვის ხალხია ორივე [გახარია და ვასაძე][/su_quote]
განაცხადა პარტია ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ ტვ პირველის ეთერში.