ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს მხარდაჭერას უცხადებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა, – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“სენატორი ჯიმ რიში უდიდეს საქმეს აკეთებს, როდესაც აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი [უპირატესტობით] გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წელს!

როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი ჩვენი “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის წინსვლისთვის დაუღალავად იბრძვის. ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგო დომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება [აშშ-ს კონსტიტუციის] და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით.

სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ!” – წერს დონალდ ტრამპი.

ჯიმ რიში გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI ACT-ი წარადგინა. აქტი “ქართული ოცნების” სანქცირებას მოითხოვს.

იტვირთბა....