[su_quote]გავიჭირვე და გადახვევით ვუყურე გახარიას ინტერვიუს. რვა ჟურნალისტი ორი საათის განმავლობაში უსვამდა შეკითხვებს და არც ერთი კითხვა ია კერზაიას საქმეზე! ძალიან საწყენია. ჟურნალისტებიდან სამისგან ნამდვილად ველოდი ამ შეკითხვას, რადგან პირველივე დღიდან აშუქებენ ჩვენს საქმეს და უმცირეს დეტალებში იცნობენ მას. კაი, ტენდენციური ვარ ჩემი საქმის მიმართ, მაგრამ მუხთარლის საქმის ჩაფარცხვა? სარალიძის საქმის ჩაფარცხვა? მაჩალიკაშვილის მკვლელობის არგამოძიება? პანკისში სპეცრაზმელებისთვის ქვების სროლა? და კიდევ უამრავი რამ… ის ხომ შსს მინისტრი იყო? ყველა საქმე ხომ დეტალურად იცის და მისი მეთაურობით არ იკერებოდა თეთრი ძაფით? მერე ხომ პრემიერიც გახდა და შეეძლო ყველა ამ საქმის გამოძიება. გულდასაწყვეტია უბრალოდ, სხვას მართლა ვერაფერს ვამბობ და ამავდროულად გაოგნებული ვარ[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ბაჩანა შენგელია.