ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნახეთ, შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში გარკვეული რეგულაციები იხსნება. კერძოდ, 1-ლი ივნისიდან:

1 – კვების ობიექტებს საშუალება ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ. ამასთან ძალაში რჩება სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირბელი შეზღუდვა.

2- 1-ლი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR უარყოფითი ტესტით. პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაშიც ჩაიტარონ განმეორებითი PCR ტესტი. აქვე რეკომენდაციაა გაცემული, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა.

იტვირთბა....