საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, რომელიც მან დღეს მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ შუშის სახლშია მიღებული.
„ეს გადაწყვეტილება მოდი ვთქვათ, შუშის სასახლის ბინადარმა მიიღო. ბიძინა ივანიშვილის გარდა ასეთ ბინძურ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებდა“- განაცხადა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, 2013 წელს მოსამართლე ლევან მურუსიძეზე ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:
„ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც დემოკრატიული გზითაა არჩეული, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებლობას იკისრებს . მას სურს, რომ მოსამართლეს ნდობა და პრესტიჟი ჰქონდეს, სასამართლო კი დამოუკიდებელი იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისაგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი,“- განაცხადა ივანიშვილმა 2013 წელს მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ.
დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე მოსამართლედ აირჩია.