[su_quote]ნამხვანის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით, ბევრად უკეთესია. ფაქტია, უბრალოდ ეს. ახალს არაფერს ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც 2019 წელს გადაწყვეტილება მიიღეს და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ, მე მაშინ შსს-ში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს – ჩემი ბრალია, ჩემი პასუხისმგებლობაა – ამ კონტრაქტმა როგორ გაიარა. ოღონდ ეს კონტრაქტი რომ აიღოთ და შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგია ან ცუდია, აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში – ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსფრთხოება არის დამოკიდებული ჰიდრორესურსზე. და ეს ჰიდრორესურსი ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. პრობლემა არის კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს კომუნიკაცია თუ არ დალაგდა ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება[/su_quote]
აღნიშნული განცხადება პრესკონფერენციაზე პარტიის – საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით გააკეთა.