სააკაშვილის მოადგილე – მიშა მალე მამა გახდება
ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოადგილე მისგან შვილს ელოდება.
ამის შესახებ სააკაშვილის მოადგილემ, მარია გაიდარმა პროგრამის „ქალი და მამაკაცი“ წამყვანს განუცხადა.
რუსული მედიის ცნობით, მარია არ მალავს, რომ ის 5 თვის ფეხმძიმეა და აპრილში „პატარა ოდესის გუბერნატორს ელოდება“, რომლის მამაც მიხეილ სააკაშვილია. გაიდარის თქმით, მიშა შესანიშნავი მამა იქნება და ისიც ძალიან მოხარულია, რომ მამა ხდება.
„ბავშვის სქესის დადგენას ნუ შეეცდებით, არ ვიტყვი“- განაცხადა მარია გაიდარმა.
ოფიციალური ქორწინების საკითხთან დაკავშირებით მარია ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.