[su_quote]საერთოდ რატომ შემოდიან, რის ფასად შემოდიან ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში? აი, რატომ შემოდიან? ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან? მაგათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ; საარჩევნო რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ; მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ. რატომ შემოდიან – თანამდებობები ეხარბებათ?… ჩვენ რატომ გვალნძღავდნენ ერთი გამაგებინონ. ხომ არია ღირსები, რომ ყოველდღე დერეფნები მოვუწყოთ აქ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ და უარესი. დაეტიონ ქუჩაში… რა ნამუსით შემოდიან, რა სინდისით შემოდიან, თვალებში ჩვენ როგორ უნდა ჩაგვხედონ?[/su_quote]
ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას მოქალაქეების ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.