[su_quote]ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვარლამისა და მისი ოჯახის კუთვნილებაში არსებული არც ერთი მიწის ნაკვეთი არ ხვდება იმ ზონაში, რომელსაც წყალი დაფარავს. არც ერთი ადამიანი, რომლის ქონებაც ხვდება მსგავს არეალში [დატბორვის არეალში]. არ რჩება და არ დარჩენილა კომპენსაციის გარეშე. ვარლამ გოლეთიანისა და მისი ოჯახის წევრების არც ერთი უძრავი ქონება, დამტკიცებული პროექტის მიხედვით, არ ხვდება იმ არეალში, მაკა სულაძის ხვდება. მაკა სულაძე არის ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც წარმატებით ვერ დასრულდა მოლაპარაკება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად უყვარს თავის ქვეყანა და გაიაზრებს თუ არა იმ სიკეთეებს, რომელიც მოაქვს ამ ჰესს თავისი ხეობისთვის, რეგიონისთვის და ქვეყნისთვის, ის ნამდვილად დათანხმდება ამ მსხვერპლს[/su_quote]
განაცხადა კომპანია ენკას დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მთავარის ეთერში.