ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

დონალდ ტრამპმა ზელენსკის ურჩია, უკრაინული ენერგოობიექტები აშშ-ის მფლობელობაში გადავიდეს

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპმა ზელენსკის ურჩია, რომ უკრაინის ელექტრომომარაგებისა და ატომური სადგურების საუკეთესო დაცვა მათი აშშ-ის საკუთრებაში გადასვლა იქნებოდა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ტრამპმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგება და ატომური ელექტროსადგურები. მისი თქმით, შეერთებული შტატები შეიძლება, ძალიან დაეხმაროს ამ ქარხნების მართვაში თავისი ელექტროენერგიით და პრაქტიკული გამოცდილებით.

 

იტვირთბა....