ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ენმ-ი პარლამენტში არ უნდა შევიდეს.
როგორც ბარამიძემ მთავარ არხთან საუბრისას განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არალეგიტიმურია, ოპოზიციურ პარტიას არაფერი ესაქმება.
“მე მიმაჩნია, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. არალეგიტიმური იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგაც და დღესაც არალეგიტიმურია. ამას ამბობდა ნაციონალური მოძრაობა მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში და შესაბამისად, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას არაფერი ესაქმება. შესვლა პრობლემური იქნება, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი საზოგადოება და ხალხი მიიღებს, ის ამომრჩეველი, რომელმაც ჩვენ მოგვცა ის მანდატები, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს, მაშინ, ბუნებრივია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შესვლა იქნება თუ არშესვლა, ექნება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია”, – განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ენმ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პარტიამ უნდა გადაწყვეტოს, განაგრძობს თუ არა საპარლამენტო საქმიანობას.