ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: მხარს ვუჭერ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე პარტიის პოლიტსაბჭოზე ენმ-ის პარლამენტში შესვლას დაუჭერს მხარს.

გოცირიძის თქმით, ოპოზიციური პარტიის პარლამენტში საქმიანობა, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის კარგი.

“შექმნილ ვითარებაში, ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს პარლამენტში. ეს კარგია ქვეყნისთვის და შემდეგ შეიძლება იყოს კარგი პარტიისთვის და ცალკეული ინდივიდებისთვის. პირადად ჩემი გადაწყვეტილება იქნება მხარდაჭერა პარლამენტში შესვლისა. ასეთი პოზიცია მქონდა დიდი ხანია და არც ვმალავდი არასდროს”, – უთხრა მთავარ არხს რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ენმ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პარტიამ უნდა გადაწყვეტოს, განაგრძობს თუ არა საპარლამენტო საქმიანობას.

 

იტვირთბა....