ახალი ამბები მსოფლიო

თურქმენეთში მოხელეებს პრეზიდენტის მამის ხსოვნის პატივსაცემად თავის გადაპარსვა დაავალეს

თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის გარდაცვლილი მამის ხსოვნისადმი პატივსაცემად, სახელმწიფო მოხელეებს დაავალეს, გადაიპარსონ თავი და დაიხურონ ტუბეტეიკა, ნაციონალური ქუდი. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახური, რომლის ცნობით, თურქმენეთში ეს წესი შემოიღეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი ხალხში ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა მამის გარდაცვალების შემდეგ.

88 წლის მიალიგკული ბერდიმუხამედოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგის ოფიცერი, 18 მაისს გარდაიცვალა.

მამის გარდაცვალების შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტი შვიდი დღე არ გამოჩენილა საჯაროდ და სახელმწიფო ტელევიზიაში.

მის გარეშე აღინიშნა მხედრისა და ალაბაის ეროვნული დღესასწაული, რომელსაც მისი შვილი, სერდარი, უძღვებოდა.

ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ზოგიერთ სოფელში თურქმენეთის პრეზიდენტის მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამსახურში მყოფი ქალები გლოვის ნიშნად ატარებენ შავ მაქმანებიან თავშლებს.

ხოლო თავად გურბანგული ბერდიმუხამედოვი საჯარო ღონისძიებებზე დადის შავი ფერის ლიმუზინით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მისი ბრძანებით ქვეყანაში მუქი ფერის ავტომობილებზე 2015 წლიდან მოქმედებს არაოფიციალური აკრძალვა.

წყარო: radiotavisupleba.ge

იტვირთბა....