ახალი ამბები მთავარი ციტატა

უდუმაშვილი: დღეს გადაწყდება, ნაციონალური მოძრაობა შევა თუ არა პარლამენტში

[su_quote]დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება. სწორედ დღეს გადაწყდება ნაციონალური მოძრაობა შევა თუ არა პარლამენტში. ჩვენ ყველა მხარის არგუმენტებს მოვისმენთ, ვიმსჯელებთ და ეს მსჯელობა პარტიის შიგნით და საჯაროდაც დიდი ხანია მიმდინარეობს. საზოგადოებამ მოისმინა პარტიის წარმომადგენლობის პოზიციები, მათ შორის, ვინც პარლამენტში შესვლის მომხრეა და ვინც წინააღმდეგია. დღეს ეს პოზიციები შეჯერდება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება იმაზე, თუ როგორი გზა ჯობია იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო ამოცანა შევასრულოთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება. ჩემი პოზიციაა, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს პარლამენტში[/su_quote]

აღნიშნული განცხადება მთავარ არხთან საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუამაშვილმა გააკეთა.

იტვირთბა....