მთავარი ციტატა

ქადაგიშვილი: ვინც ქვეყნის გაჩერებით იმუქრება, ჯერ თქვან – 1 ლარი მაინც შეიტანეს ბიუჯეტში?

[su_quote]მე ვიტყვი ერთ ამბავს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის თავისუფალი. ნურავინ დაემუქრება ქვეყანას გაჩერებით, რადგან ვინც ემუქრება ქვეყანას გაჩერებით, ჯერ გვაჩვენონ, რა შექმნეს ათი ლარის ღირებულების მაინც ამ ქვეყნისთვის და ერთი ლარი მაინც შეიტანეს ბიუჯეტში, ჯერ ეს თქვან, ქვეყნის გაჩერებით რომ იმუქრებიან. ეგ ერთი. მეორე, ჩვენ რა თქმა უნდა, ღია ვართ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასთან გვქონდეს ღია საუბარი და ყველა პრობლემურ საკითხზე ვისაუბროთ, ეს ხელისუფლებამ, მთავრობამ ღიად გამოაცხადა. ჰესის მშენებლობაზე, ძირითადად, მორატორიუმი გამოაცხადა იმ მიზნით, რომ ყველანაირი პრობლემური გარემოსდაცვითი საკითხი კიდევ ერთხელ ყოფილიყო განხილული. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენს პირობას ბოლომდე შევასრულებთ და მეორე, რასაც აქციის მესვეურები ახლა ულტიმატუმის სახით ავრცელებენ, ეს უკვე არის ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ და არა ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება ენერგეტიკა, ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი ენერგეტიკული პროექტის განხორციელება და რაც შეიძლება მეტი ინვესტორის შემოსვლა, ამიტომ ნუ ემუქრებიან ქვეყანას გაჩერებით. მათ ჯერ ათი ლარის საქმე შეასრულონ და ერთი ლარი ბიუჯეტში გადაიხადონ და მერე ისაუბრონ იმაზე, რომ ქვეყანას გააჩერებენ. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისი აზრისა და პროტესტის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს[/su_quote]

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე თემის საუბრისას. ქადაგიშვილის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. რიონის ხეობის მცველმა და აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მთავარი მოთხოვნები დაასახელა და აღნიშნა, რომ თუკი აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ 24 მაისს 12:00 საათამდე არ შესრულდება, თბილისის პარალიზებას მოახდენენ.

იტვირთბა....