ახალი ამბები ციტატა

გოლეთიანი: თუ ხვალ 12:00 საათამდე მოთხოვნებს არ შეასრულებენ, თბილისის პარალიზებას მოვახდენთ

რესპუბლიკის მოედანზე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დაიწყო. რიონის ხეობის მცველმა და აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას მთავარი მოთხოვნები დაასახელა და აღნიშნა, რომ თუკი აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ შესრულდება, ხვალ, თბილისის პარალიზებას მოახდენენ.

“ხელისუფლებას დრო აქვს ხვალ 12 საათამდე, შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. წამზომი ჩართულია. თუ არა და, ხვალ მთლიანად დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ”, – თქვა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომასთან ერთად, მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ დაანონსებული მასშტაბური აქცია 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.

 

იტვირთბა....