ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ამოწურულია ყველანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან, ჩვენი მოთხოვნაა, ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა

რესპუბლიკის მოედანზე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დაიწყო. რიონის ხეობის მცველმა და აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას ის მთავარი მოთხოვნები დაასახება, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ, კერძოდ:

ნამოხვანჰესის საკითხთან დაკავშირებით, ამოწურულია ყველანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან. დღეს დასრულდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დავსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი დიალოგები გაგვემართა, ან გავმართოთ. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო, კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან და რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის გადაცემას კერძო საკუთრებაში, ზოგადად გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან”, – თქვა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ დაანონსებული მასშტაბური აქცია 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.

იტვირთბა....