რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომასთან ერთად, მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს.
როგორც გოლეთიანმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქცია სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთელი რიგი პერსონები დასასჯელები არიან.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედებების გამო, რაც მან გააკეთა მუნიციპალიტეტის შენობაში ქუთაისში. გვაბრალებენ, რომ ჩვენ თითქოს დიალოგზე არ მივდივართ. მისული ვიყავით ამ დიალოგზე რვა ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან. ამიტომ, ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, ჩვენ შედგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა, დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არა მარტო ნათიას თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებაში”, – განაცხადა გოლეთიანმა.