სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა.
როგორც მეტრონომს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზებაც.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.