საჩხერეში ლაშა ტალახაძისა და გიორგი ასანიძის სახელობის ოლიმპიური მონუმენტი დააზიანეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ოლიმპიურ მონუმენტზე განთავსებულ ვარსკვლავებზე სპორტსმენების სახელები არის წაშლილი.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მემორიალის განახლება იგეგმება.