ქართველი რეპერი გიორგი იოსელიანი, რომელიც საზოგადოებაში Kazzy Jazz-ის სახელით იყო ცნობილი, გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი წერს.
“კაზი გარდაცვლილა… დამუნჯებული ვარ… ძალიან მაგარი კაცი, უსუფთავესი, უკარგესი გულით. ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი რეპერი, შეუდარებელი “flow”-ს პატრონი, უნიჭიერესი და უბრალოდ ძალიან მაგარი ადამიანი. მომენატრები კაზი, ძალიან დააკლდები ყველას. RIP მეგობარო!” – წერს ზურაბიშვილი.
რეპერის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბი გახდა.