[su_quote]პოლიტიკური თანამდებობის პირზე როგორ უნდა გამოიკვეთოს [დანაშაული] რომ ვიმსჯელოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა, მაგალითად, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა [გიორგი გახარიამ] ბრძანება გასცა, რომ ესროლეთ დამიზნებით პირდაპირ ისე, რომ მიაყენოთ სხეულის დაზიანება, ეს ხომ წარმოუდგენელია და ეგეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ამ შემთხვევაში აღარ არის ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ ვამბობ იმას, რაც სინამდვილეშია[/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა სოზარ სუბარმა რუსთავი 2-ის ეთერში მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ქართული ოცნების მიერ დაინიცირებული კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.