ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, მაისში საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ. ამის შესახებ, Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა, საბა კიკნაძემ, საქმიან დილაში განაცხადა.
“დღეს ყველაზე ეფექტური გზა ტურიზმის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით არის ინფლუენსერების მიერ მოყოლილი ამბები სოციალურ ქსელში პოსტებისა და ფოტოების მეშვეობით. ისინი უდიდეს აუდიტორიას უზიარებენ ამ კონტენტს და შემდეგ სხვასაც უჩნდება მოგზაურობის სურვილი ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მიზანიც. ამიტომაც, ციფრულ არხებში დადებული პოსტით, შესაძლებელია გაცილებით მეტი ადამიანის დაინტერესება, ვიდრე უბრალოდ სატელევიზიო ან ბეჭდური რეკლამის განთავსებით”,- ამბობს კიკნაძე.
კიკნაძის თმიქმით, დაახლოებით 17 ინფლუენსერი ჩამოვა საქართველოში.