ყვარელში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით, მეტი დეტალი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ორი 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო ტარებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.