“ეს არის თვითგამოცხადებული, ცრუ, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაუქმების და განადგურების პროცესის დაჩქარებული რეჟიმი”- ასე ეხმიანება დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას.
“დღეს (პირდაპირი მნიშვნელობით) ჩვენ ვკარგავთ აწმყოს, შვილები კარგავენ მომავალს. იშლება წარსულიც. წყალში იყრება ამ ერისა და ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში ნაშრომი, ნაბრძოლი და ნაწვალები. ქარს მიაქვს ყველაფერი, რაც აქამდე თქმულა და გაკეთებულა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის” – წერს დათო გორგილაძე.
ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომ “ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს”.