პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ, ორბელიანების სასახლეში მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.
პრეზიდენტმა დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საგანგებო განცხადებას გააკეთებს
ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომ “ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს”.