პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ქართველი ემიგრანტების აპროტესტებენ.
ქართველმა ემიგრანტებმა კოპენჰაგენში საპროტესტო აქცია “საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად!” ჩანიშნეს.
აქცია ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, rådhuspladsen-ის მოედანზე, მერიის წინ გაიმართება და როგორც საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, მათ საქართველოს უცხოელი მეგობრებიც შეუერთდებიან.
ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომ “ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს”.