ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც იკრიბებიან

“ქართული ოცნებისა” და რუსთაველის გამზირის პარალელურად, მოქალაქეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც იკრიბებიან.

როგორც ცნობილია, ათონელის სასახლეში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

ამ წუთებში პრეზიდენტი დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრას მართავს. ათონელის სასახლეში მივიდნენ პროევროპული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ჩანიშნა.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომ “ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს”.

 

იტვირთბა....