ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ eurasianet იუწყება.
გამოცემის ცნობით, შეტაკებები კონფლიქტურ სასაზღვრო მონაკვეთზე მოხდა. გავრცელებული ცნობით 1 ადამიანია დაღუპული ყირგიზეთიდან, ხოლო ათეულობით დაშავებულია ორივე ქვეყნის მხრიდან.
”სიტუაცია ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე კონტროლიდან გამოვიდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლები ახლაც გრძელდება. ისვრიან ორივე ქვეყნის ჯარისკაცები”,- განაცხადა ყირგიზეთის სამხრეთ ბატკენის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილემ მარუფხან ტულაევმა.
როგორც ყირგიზეთის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, კონფლიქტის მიმდებარე რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუირება დაწყებულია.