ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს. ამის შესახებ ინფორაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს კოსოვოს მიიღებს ბათუმის სტადიონზე. 9 ოქტომბერს საბერძნეთს, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთს.
მიმინარე წლის ოფიციალურ მატჩებამდე, ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება. 6 ივნისს კი, ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ამხაგანური მატჩი შედგება.