ოპოზიციის ერთერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, დღეს ნიკა მელიასთან მივიდა რადგან იპოვონ გამოსავალი რათა მელია ციხიდან გამოვიდეს, ასევე ის გააცნობს თუ რა განწყობა დახვდა პარლამენტში დეპუტატების მრიდან.
“იმის გათვალისწინებით, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია ქვეყანაში ჩამოსული, ნიკას სასამართლოა და შესაძლებლობები არის რომ ვისაუბროთ. გადავწყვიტე, რომ უმჯობესია მას შევხვდე და ერთად განვიხილოთ, რა შესაძლებლობები არსებობს მისი თვალთახედვიდან. გავუზიარო რა ვითარებაა, როგორი განწყობა გამოიკვეთა პარლამენტში შესული დეპუტატების მხრიდან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით და ეგება ერთად მოვძებნოთ რაღაცა გამოსავალი”,- ამბობს სამადაშვილი.