“დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიპატიმარია”, – ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე გიორგი რურუას შეწყალებას.
მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმება სრულდება.
“იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმებებით ვივლით. ჯერჯერობით, ორივე მხარე უჩვენებს შეთანხმების შესრულებას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.
19 აპრილს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგებოდა, რურუას შეიწყალებდა.
რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს.