ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის რუსული ხელისუფლება საქართველოში, რომელმაც მოაქცია ქვეყანა იზოლაციაში”- მამუკა ხაზარაძე კობახიძის განცხადებაზე

“ეს არის პრაქტიკულად დე ფაქტო აღიარება, რასაც ისინი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ”- ასე გამოეხმაურა “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე  პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს”.

“ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ჩვენ დიდი ხანია ვიძახით, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება საქართველოში, რომელმაც ჩარაზა ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა კარი, მოაქცია ქვეყანა იზოლაციაში და გადაკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა, რომელიც ქართველი ხალხისა და მოქალაქეების არჩევანია.

მინდა მივმართო ქართული ოცნების ამომრჩევლებს, ყოველგვარი ილუზია უნდა გაიქარწყლოთ, პერსპექტივა ამ ქვეყანას, ამ ხელისუფლების პირობებში არ აქვს.  ტამბოვისკენ მიემართება ქვეყანა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო, მოღალატეობრივი ხელისუფლება ჩამოვაშოროთ მშვიდობიანად ახალი არჩევნების გზით და მოვიყვანოთ ქვეყანაში ნამდვილად პატრიოტული პროევროპული ძალები”- აცხადებს ხაზარაძე.

 

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო ს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

იტვირთბა....