ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

18 წელს ზემოთ მოქალაქეები სინოფარმით ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

სინოფარმით ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან. განცხადება აღნიშნულის თაობაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრის თქმით, 18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური სინოფარმით ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ, ქვეყანაში სინოფარმით აცრები კი, მაისიდან დაიწყება.

“18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის პორტალი 20:00 საათზე გაიხსნება. გაფართოვდება ქსელიც, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, კერძოდ მას 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 138 ცენტრში იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ტიკარაძემ.

იტვირთბა....