ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იოსელიანი: მინდა, ხაზარაძეს გავუწოდო ხელი და გამოვთქვა იმედი, რომ თანამშრომლობა ოპოზიციაში გაგრძელდება

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციასთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა და ლელო საქართველოსთვის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ხელი ჩამოართვა.

როგორც იოსელიანმა თქვა, ზიზღზე აგებული რიტორიკა უნდა დასრულდეს.

“ჩემი თხოვნაც და აზრიც არის ის, რომ დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც განსაკუთრებით ოპოზიციის შიგნით გვქონდა ერთმანეთის მიმართ. დავასრულოთ ერთმანეთის ზიზღზე აგებული რიტორიკა იმიტომ, რომ ბევრი მაგალითი მივეცით ჩვენს მოქალაქეებს, როგორ შეიძლება გვძულდეს ერთმანეთი, მაგრამ ძალიან ცოტა მაგალითი მივეცით, როგორ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთის აზრს.

ბოლოს, როდესაც ჩვენ ლელოს ოფისში ვიყავით და როდესაც გაიყარა ჩვენი გზები და რაღაცნაირად მოხდა ჩვენი გარიცხვა ოპოზიციიდან, ასე ითქვა მაშინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დარბაზში ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს და აქ მარცხენა ფლიგელზე მოგვიწევდა ერთად, ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილების მიღება.

სწორედ ამიტომ, მე მინდა, რომ დღეს მამუკა ხაზარაძეს მივმართო და გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ოპოზიციაში გაგრძელდება ბევრად უფრო წარმატებულად და იქნება ამ ქვეყნისთვის საკეთილდღეო”,  – განაცხადა იოსელიანმა.

 

 

იტვირთბა....