ახალი ამბები მთავარი

ხუნდაძე: აბა, რა ვქნათ? საფლავზე ავტეხოთ ღვინის სმა, მოვაწყოთ აქციები და ამით მივიღებთ უკეთეს შედეგს?

[su_quote]პოლიტიკურ პროცესებზე მეტად სახიფათო, მაინც არსებული ეპიდვითარება მგონია. გავიარეთ პირველი ტალღა, მეორე ტალღა, მივადექით მესამე ტალღას უფრო მეტი მუტირებული შტამით და უკვე ბევრი გარდაცვლილი ადამიანით. უმჯობესია, აქაც ერთი სამშობლოს პრინციპით ვიმოქმედოთ. მივუდგეთ საქმეს, სადაც ერთი საზოგადოებაა რისკის ქვეშ. პროცესი რთულად სამართავია და მისი მართვა მთელს მსოფლიოს უჭირს. არის შეცდომებიც, მაგრამ საქართველომ ყველაზე რთულ პერიოდში შეძლო, რომ არც ერთი პაციენტი მკურნალობის გარეშე არ დარჩენილა, მაგრამ დღემდე 4 000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ. რა თქმა უნდა, ჯობია მეტი ტესტი და ვაქცინა, ჯობდა, ჩვენი კოლეგა მედდა არ გარდაცვლილიყო, მაგრამ ჩასაფრება, ქილიკი, ამ საქმეს ნამდვილად არ წაადგება. რამდენიმე დღეში აღდგომის დღესასწაული დგება, საპატრიარქოსთან კონსულტაციებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საფლავებზე გასვლა შევზღუდოთ. პარტიული ტელევიზიები მაშინვე წამოდგნენ ფეხზე და ტირაჟირებენ თითქოს საშინელებას ვაკეთებთ და პანდემიას მხოლოდ საფლავზე გასვლის აკრძალვით ვებრძვით. პანდემიას მთელი მსოფლიო პირბადით, ფიზიკური დისტანციით, შეზღუდვებითა და ვაქცინით ებრძვის. აბა, რა ვქნათ? გავხსნათ რესტორნები, საფლავზე ავტეხოთ ღვინის სმები, მოვაწყოთ აქციები, გამოვაცხადოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, ვლანძღოთ ექიმები, გავაბითუროთ ვაქცინა და ამით დადგება უკეთესი შედეგი? ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ საფლავზე ვიქნებით მისასვლელი. ჩვენ უარესი სცენარისთვისაც მზად ვართ[/su_quote]

განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

იტვირთბა....