ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: გვაქვს რეკომენდაცია, რომ კოვიდზე აცრილ პირებს ჰქონდეთ სხვადასხვა პრივილეგია

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული რეკომენდაციით, აცრილ ადამიანებს “პრივილეგიები” ექნებათ.

როგორც გამყრელიძემ ტელეკომპანია ფორმულას უთხრა, კოვიდპასპორტის მქონე პირები შესაბამისი “პრივილეგიებით” ისარგებლებენ.

“ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს ევროკავშირის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდპასპორტთან დაკავშირებით. დღესაც თუ ვინმეს სჭირდება და აცრილია, მას ცნობა ეძლევა – ორენოვანი ცნობა ეძლევა, ან ფუნქცია აქვს პორტალს, რომ ამობეჭდო, მაგრამ პასპორტი სხვა რამეა კიდევ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც უნდა იქნეს აღიარებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ და რაც მთავარია, იმ დოკუმენტში მარტო აცრა არ შედის. იქ არის ასევე სტატუსი – გადაიტანე თუ არ გადაიტანე. ასევე, გაქვს თუ არ PCR ტესტი ბოლო 48 ან 72 საათში ჩატარებული. ეს არის ინფორმაცია, რომელზეც ჩვენი ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური მუშაობს. ვფიქრობ, 10 დღეში, ორ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს ჩვენ წარვუდგენთ, სამინისტროს აიტი-ჯგუფიც მუშაობს… გვაქვს რეკომენდაცია, რომ იმ  ადამიანებს, ვინც არიან აცრილი, სხვადასხვა პრივილეგიები ჰქონდეთ. ადამიანებს, რომლებსაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ექნებათ შესაბამისი “პრივილეგია. უკვე ბევრგან არის ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი რესტორნები, სასტუმროები, კლინიკები, სადაც ყველა თანამშრომელი აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს სერიოზული პრივილეგიაა იმიტომ, რომ ადამიანი როცა მიდის ექიმთან და იცის, რომ ამ კლინიკაში ყველა აცრილია, რა თქმა უნდა, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ცოტა ხანში, საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება.

 

იტვირთბა....