ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: მოკლე ხანში, საქართველოში კოვიდპასპორტების გაცემის პრაქტიკა დაინერგება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,” – განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....