ახალი ამბები მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო – დღევანდელ პროცესზე სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა.

სხდომას ესწრებოდა თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის ორი თვეა, შიმშილობს.

სადიგოვი პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით მოიყვანეს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას ითხოვდა.

იტვირთბა....