ახალი ამბები მთავარი

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

მოდით, “კი ან არა” შეკითხვებით ვიაროთ, არ გვინდა ეს სტრატეგიული ბუნდოვანება.ბიძინას შიდა დელეგიტიმაციის გასარკვევად, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, კითხეთ შემდეგი რამ ოპოპარტიებს და ჩვენ ვუპასუხოთ საჯაროდ და მკაფიოდ: ჩახსენით თუ არა სიები და უარი თქვით თუ არა ინდივიდუალურ მანდატებზე

(უარში სამართლებრივი მოთხოვნით დავინტერესდეთ და არა მიზანმიმართულად უარზე განწირული პროზაული ჩანახატით) ჩახსენით თუ არა სიები ბოიკოტის (არ შევალ არასდროს ბოიკოტია და ირიბი ლეგიტიმაცია და არა მანდატზე უარი და დელეგიტიმაცია) რეჟიმში ხართ თუ მანდატებიდ სრული ანულირების პარტიის საბიუჯეტო დაფინანსება დაიტოვეთ თუ არა შარლ მიშელი 2 რომ დაიწყოს, გაყვებით ამ პროცესს და თავჩაქინდრული შეხვალთ პარლამენტში თუ კატეგორიულად არა სალომე ზურაბიშვილის, ერთადერთი და უკანასკნელი ლეგიტიმური თანამდებობის პირის ფიზიკურად დაცვისთვის

(ყოველგვარო წინაპირობების გარეშე) მზად ხართ თუ არაამაზე ელაპარაკეთ პოლიტიკოსებს, დანარჩენი პროზაა. ესაა რაციონალური შეკითხვები და მოზნისკენ სავალი გზა, და არა ირაციონალური ვინ რას და როგორ ასხივებს, როდის რას ამბობს და რა გამომეტყველებით.ჩამოვყალიბდეთ, შეკითხვებში (თქვენ) და პასუხებში (ჩვენ),” – წერს გვარამია.

იტვირთბა....