ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე თალაკვაძის გადადგომაზე: ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ გუნდი გამოწვევებს არ უშინდება

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის ფაქტს ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე მეტრონომთან გამოეხმაურა და თალაკვაძეს “გაწეული ღვაწლისთვის” მადლობა გადაუხადა.

“ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა და უკვე კარგად გამოცდილი პროფესიონალი პოლიტიკოსებით, რომლებიც კარგად ფლობენ სიტუაციას და გამოწვევებს არ უშინდებიან,  არის მრავალფუნქციური და კარგად შემართული იმისათვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. თალაკვაძეს მადლობა ვუთხარით იმ ღვაწლისათვის, რომელიც გასწია ძალიან რთულ მდგომარეობაში, მან იღვაწა ურთულეს პერიოდში”, – თქვა კახაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურის წარდგენას, ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ სპიკერის პოსტს დაიკავებს “აბსულუტურად ნეიტრალური და დაბალანსებული კაცი.”

“ცვლილება, რომელიც შემოდის და არჩევანი გაკეთდა ახალგაზრდა, შესანიშნავ კაცზე, რომლის დამსახურებაც არის საგარეო ვექტორში დემოკრატიისკენ სვლა. აბსულუტურად ნეიტრალური და დაბალანსებული კაცი დადგება სპიკერის თანამდებობაზე”, – აღნიშნა მეტრონომთან ლადო კახაძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომაერის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

 

იტვირთბა....