ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ თალაკვაძემ ბრიფინგზე გააკეთა.

“ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინო ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინეს.

იტვირთბა....