ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოიძე: არაფერი შეცვლილა ოპოზიცია 15 მაისს აქციას გამართავს

“არაფერი შეცვლილა 15 მაისს აქციას კვლავ იგეგმება”,- ამის შესახებ მეტრონომს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

მეტრონომი ესაუბრა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც და მისი თქვმით, 15 მაისამდე ბევრი დროა და ოპოზიცია ამ თემაზე იმსჯელებს.

ლელოს წარმომადგენელიც ამბობს, რომ  “ოპოზიცია იმსჯელებს ამ თემაზე კვლავ”

შეგახსენებთ, 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იტვირთბა....