[su_quote]იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა…ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ვინც არა-მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო). არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია – გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ – ყველა სხვა ადგილი დაკავებულია. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება…[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი.