ახალი ამბები მთავარი ციტატა

ჯაფარიძე: ხელს ვაწერ შეთანხმების ტექსტს

ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის შეთანხმების ტექსტს ხელს აწერს.

“ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს. ხელს ვაწერ სამი რამის გამო:

1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები;
2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს;
3. არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეაყანაში
– არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ, რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა, ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს.
ასევე:
ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის
გაუქმებაზე:
ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო
მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მოვიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში
და ბოლოს:
მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართულო იყო მოლაპარაკებების პროცესში
განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს სქართველოში
არ მგონია ბოლომდე გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა”, – წერს ჯაფარიძე.
იტვირთბა....