ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე მიშელის ახალ დოკუმენტზე: ჩემთვის პირადად ეს დოკუმენტი მისაღებია

“ჩემთვის პირადად ეს დოკუმენტი, არის მისაღები, მაგრამ პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა. ასევე დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მთავარია ქართული ოცნების თანხმობას. მარტო ჩვენ რომ მოვაწეროთ ხელი, საკმარისი არ არის”, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან.

“იმედი მაქვს, რომ ეს დესტრუქცია, რომელიც არის ქართული ოცნების მხრიდან იქნება გამისწორებული და შეთანხმება შედეგება”, – თქვა ვაშაძემ.

ცნობისათვის, მხარეთა შორის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....