[su_quote]გამოდის ქალაბტონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, კაცი სამსახურიდანაც გააძევეს. მიზეზი? ძალადობა. პოლიტიკოსები და ტელევიზიები ჩვენზე არ ძალადობთ? არ ძალადობთ ეკლესიაზე? არ ძალადობთ ადამიანებზე? თუ სადმე ძალადობა არ მოგწონთ, ეს მოგწონთ? თუ ჩვენც თქვენსავით მოძალადეები გავხდეთ? გინდათ?[/su_quote]
ეს განცხადება მეუფე იაკობმა ქადაგებისას გააკეთა.
შეგახსენებთ, გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს. თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. ბესო ზანგური რუსთველის თეატრმა ყველა როლიდან ჩახსნა. შესაძლოა, საქმე ომბუდსმენმაც შეისწავლოს.