მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ნინუცა მაყაშვილის ბრალდებას, რომ მასზე მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა, სიცრუეს უწოდებს და მას 5 ათასი ლარის გამო მოგონილ ტყუილად აფასებს. ამის შესახებ მსახიობმა რუსთავი ორის ეთერში განაცხადა.
“დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები, რომ გამოძიებას გავცე პასუხები. მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც მყავს მეუღლე, არცერთი ასეთ რამეს არც იგონებს, არც ადასტურებს”, – ამბობს ზანგური.
გუშინ გადაცმა ფარულ კონვერტში ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, მისი ყოფილი მეუღლე მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა.